воскресенье, 24 апреля 2016 г.

24 აპრილი
დღეს შევქმენით ბიბლიოგრაფია. გავეცანით საავტორო უფლებების ნორმებსა და ფორმებს. გავაკეთეთ გეგმის პრეზენტაცია, გავაკეთეთ უკუკავშირი.ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ მასალა ბიბლიოგრაფიაში.პოვერპოინტში შევქმენით პრეზენტაცია, რომელიც საჭიროა ჩემი პროექტის პრეზენტირებისათვის.
 დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.მადლობა კოლეგებსა და ტრენერს.

суббота, 23 апреля 2016 г.

ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ გამოვაქვეყნე წინა ტრენინგის რეფლექსია
 საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩვენი სწავლება. შევისწავლეთ სასწავლო მიზნების დაგეგმვა, რომ მიზანი არ იყოს ბუნდოვანი,დავალებაზე ორიენტირებული კითხვები უნდა იყოს დასმული.გავიაზრეთ, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივ კითხვები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კთხვების რუბრიკებზე.
 23  აპრილი
დღეს ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე. განვიხილეთ როგორც განმავითარებელი ისე განმსაზღვრელი შეფასების ფორმები და შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.


воскресенье, 10 апреля 2016 г.

პროექტით სწავლების მეორე დღე

დღევანდელი დღეც საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო. გავეცანით თუ როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტების მიღწევასა და შედეგზე გასვლაში. როგორ გამოვიყენოთ ეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. 

суббота, 9 апреля 2016 г.

პროექტებით სწავლების პირველი დღე

 9აპრილი.
საკმაოდ რთულ საქმეს შევეჭიდეთ, ამავე დროს საინტერესოს, მრავალფეროვანს, აქტუალურსა და ცოდნისმომცემს. გავეცანით ამ პროექტის მიზანს, შინაარს, როგორ უნდა გავაკეთოთ პროექტი და რისი მოტანა შეუძლია პროექტებით სწავლებას . როგორ დაეხმარება მოსწავლეებს ესგ-ს შედეგზე გასვლასა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.